ფარმაკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
1898 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1910-1911 წლებში მივლინებული იყო პარიზში. 1918 წელს აირჩიეს ხარკოვის უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიის კათედრის პროფესორად. 1918 წელს თბილისიის უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ ქართული უნივერსიტეტის პროფესორად მოიწვია.
1918-1919 წლებში ასრულებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის დეკანის მოვალეობას. 1920 წელს აირჩიეს ფარმაციის კათედრის გამგედ, ხოლო მოგვიანებით სამკურნალო ფაკულტეტის დეკანად. 1930-1943 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაკოლოგიის კათედრას.
დაკრძალულია თბილისში, ვერის სასაფლაოზე.