აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

კოტე მარჯანიშვილი (1872-1933)

რეჟისორი. საქართველოს სახალხო არტისტი. 1894 წლიდან იყო ქუთაისის დრამატულ დასში. ამავე წელს დებიუტი ჰქონდა - თბილისში შეასრულა ერეკლეს როლი ა. წერეთლის დრამატულ პოემაში "პატარა კახი". ამის შემდეგ მოღვაწეობდა რუსეთისა და შუა აზიის სხვადასხვა ქალაქებში, მაგრამ 1904 წლიდან მუშაობდა მხოლოდ როგორც რეჟისორი. 1909 წლამდე მოღვაწეობდა უკრაინის სხადასხვა ქალაქების სცენაზე, შემდეგ ჩადის მოსკოვში და კ. ნეზლობინის თეატრის რეჟისორია. 1913 წელს დააარსა საკუთარი ე.წ. "თავისუფალი თეატრი", რომელმაც მართალია მხოლოდ ერთი სეზონი იარსება. 1922 წელს საქართველოში დაბრუნდა და რუსთაველის თეატრის სცენაზე დადგა ჰეროიკული სპექტაკლი ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო", რომელმაც ქართული თეატრის განახლებას დაუდო საფუძველი. 1928 წელს ქუთაისში დააარსა დრამატული თეატრი, II სახელმწიფო თეატრის სახელწოდებით, რომელიც ორი სეზონის შემდეგ თბილისში გადმოვიდა და ძმები ზუბალაშვილების სახალხო სახლის შენობა დაიკავა. ამ თეატრს გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა.  ცხოვრების უკანასკნელი წლები მოსკოვში გაატარა. გარდაიცვალა იქვე.

დაკრძალეს თბილისის ოპერისა და ბალეტის სხელმწიფო თეატრის ეზოში, შემდეგ კი გდაასვენეს მთაწმინდის პანთეონში.  

კოტე მარჯანიშვილის დაკრძალვა მთაწმინდის პანთეონში. მარჯანიშვილი ვაჟი აკადემიკოსი კონსტანტინე მარჯანიშვილი და ვასო გოძიაშვილი