ჟანეტა არჩვაძე (1930-2017)

საქართველოს სახალხო არტისტი.

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, 1949-1953წწ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ესტრადის მსახიობად. შემდეგ მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში განასახიერა ტასიას როლი. თეატრში მსახიობობასთან ერთად, პარალელურად მუშაობდა რადიოში, მიჰყავდა ლიტერატურული და საბავშო გადაცემები.

1957 წლიდან მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის დიქტორად. იყო საინფორმაციო პროგრამა "მოამბის" დიქტორი.

დაკრძალულია თბილისში, საბურთლოს სასაფლაოზე. 2014 წლის 30 დეკემბერს, პირველი არხის დაბადების დღეს, მთაწმინდის სატელევიზიო ანძასთან ჟანეტა არჩვაძის ვარსკვლავი გაიხსნა. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა მამუკა გოგიტიძემ.