ირაკლი ამირეჯიბი (1963-1992)

აფხაზეთის ომის გმირი.

უცნობი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას შეეწირა. ირაკლიმ განსაცდელში ჩავარდნილები საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა. მას ფრანგი ჟურნალისტი უკვე უსაფრთხო ადგილას ჰყავდა გაყვანილი, თუმცა თვითონ ვეღარ გადარჩა. უმსხვერპლოდ არ დასრულებულა ფრონტის ხაზიდან ირაკლის ცხედრის გამოტანა, ამასაც ვაჟკაცები ემსხვერპლნენ.

დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა ლაშა ამირეჯიბმა.