კომპოზიტორი, პროფესორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1968). ორკესტრისათვის შექმნა ახალგაზრდა კომპოზიტორმა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაწარმოები „ჩელა“. მისივე „გველისმჭამელი“ და „მარშ-გროტესკი“, ქართული მუსიკალური კულტურის მნიშვნელოვანი შენაძენია. წლების განმავლობაში იონა ტუსკაია იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი და საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.