ომარ კელაპტრიშვილი (1943-1992)
მუსიკოსი. 1971–1972წწ. სწავლობდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში(ფლეიტის კლასი); მან რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე ოქროსა და I ხარისხის მედალი დაიმსახურა; ანსამბლ "რუსთავის დაარსებიდან", მისი ღირსეული და უცვლელი წევრი, ანსამბლის ინსტრუმენტული ჯგუფის ხელმძღვანელი და უცვლელი სოლისტი იყო; სალამურზე მაღალი ოსტატობით უკრავდა ქართველ და სხვა კომპოზიტორთა რთულ მუსიკალურ ნაწარმოებებს; მან გააფართოვა სალამურის რეპერტუარი და აღმოაჩინა ამ საკრავისათვის მანამდე უცნობი შესაძლებლობები; მას ყველგან ვირტუოზი შემსრულებლის სახელით ამკობდნენ; მან დააარსა ანსამბლი "იავნანა", რომელსაც შემდგომში მის პატივსაცემად "კელაპტარი" დაერქვა; მოგზაურობდა საქართველოს ყველა კუთხეში და აგროვებდა ფოლკლორულ მასალებს; მას დიდი წვლილი მიუძღვის ეროვნული ინსტრუმენტული კულტურის განვითარებაში, მისი დამსახურებაა, რომ ქართულმა სალამურმა მთელი მსოფლიო მოიარა; დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.