ვლადიმერ კანდელაკი (1908-1994)

მომღერალი, რეჟისორი, სსრკ სახალხო არტისტი დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1928 წელს, მოსკოვის თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი(1933). 1929 წლიდან იყო კ. სტანისლავსკისა და ვ. ნემიროვიჩ–დანჩენკოს სახელობის მუსიკალური თეატრის მსახიობი და მთავარი რეჟისორი; მან შექმნა კომედიური და დრამატული სახეები. დაკრძალულია მოსკოვში.