აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

თეიმურაზ კუხიანიძე (1934-1961)

ალპინისტი. მრავალმხრივი სპორტსმენი, მისდევდა მძლეოსნობას, სათხილამურო სპორტს, ცურვაში იყო საქართველოს ჩემპიონი. ალპინიზმით 1952 წელს დაინტერესდა. შესანიშნავი ფიზიკური მომზადების ნიჭიერი მთამსვლელი იმ დროს ჩატარებულ თითქმის ყველა ლაშქრობაში მონაწილეობდა და ორჯერ 1957 წელს დარვაზის ქედის ტრავერსის, 1960 წელს პამირის ზულუმარტისა და იმერალის ტრავერსების დალაშქრისათვის ჩემპიონის ტიტული მიენიჭა და ოქროს მედლით დაჯილდოვდა, 1956 წელს კი მოსკოვის პიკის დაპყრობისათვის ვეცხლის მედალი გადაეცა. მისთვის უკანასკნელი დაპყრობილი მთიდან დაშვებისას, მოულოდნელი ავადმყოფობით გარდაიცვალა ცნობილი მთამსვლელი ილია გაბლიანი. ცოტა ხნის შემდეგ ციცაბო კედელს მოსწყდა თემურ კუხიანიძე და შემდეგ მოიერიშე ჯგუფის ხელმძღვანელი ჯუმბერ მეძმარიაშვილი, რომელიც გადარჩენილი მეგობრის ამოყვანის გზებს ეძებდა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.