აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

მიხეილ ყულოშვილი (1825-1917)

ქართველი ინგილო სასულიერო მოღვაწე, მღვდელი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხილი წმინდანად (2012). დიდია მისი როლი და დამსახურება კუთხის საგანმანათლებლო საქმეებში. 1858 წელს საკუთარი სახსრებით, შენობის უქონლობის გამო, ჰერეთში, თავისავე სახლში პირველი სამრევლო ორკლასიანი სკოლა გახსნა. 1865-1870 წლებში სრულიად უსასყიდლოდ ასწავლიდა ხელმოკლე ოჯახის შვილებს. რელიგიური ნიშნით ხდებოდა ჰერეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი ქრისტიანების დევნა-შევიწროება. ამ განუკითხაობის მსხვერპლი გახდა მიხეილ ყულოშვილი.  მამა მიხეილის მკვლელობა რელიგიურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება იყო, ვინაიდან იგი ღიად ილაშქრებდა მანკიერ ტრადიციათა წინააღმდეგ და ხელს უშლიდა მოსახლეობის ძალით გამუსლიმების პროცესს. თავდაპირველად, მხცოვან მღვდელს მოლები მიუგზავნეს, ქრისტიანული სარწმუნოების დაგმობა, ეკლესიიდან განდგომა და  ისლამის მიღება უბრძანეს. 1917 წლის გვიან შემოდგომაზე, წირვის დასრულების შემდეგ სოფელ მარსანიდან დაბრუნებისას მიხეილს ახლობლის ავადმყოფობით შეწუხებული მუსლიმანი გადაუდგა და დასახმარებლად გაყოლა სთხოვა. რასაკვირველია, გაჭირვებულს მღვდელი გაჰყვა. ავადმყოფის ნაცვლად მიხეილ მღვდელს მუსავატელები დახვდნენ და გამაჰმადიანება მოსთხოვეს. მოძალადეებმა მოძღვრისგან თანხმობის მიღება წამებით გადაწყვიტეს. შეთქმულებმა, როდესაც მიზანს ვერ მიაღწიეს, დაუმორჩილებელ მოძღვარს პირჯვრის გადაწერა არ აცალეს და თავი მოჰკვეთეს. დაკრძალულია ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძრის ეზოში. 2012 წლის 5 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ მიხეილ ყულოშვილი წმინდანად შერაცხა და მისი მოხსენიების დღედ 5 ივლისი დააწესა.