აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

გრიგოლ აბაშიძე (1914 — 1994)

პოეტი და პროზაიკოსი.  დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. ლექსებს აქვეყნებდა 1934 წლიდან. პირველი კრებული გამოსცა 1938 წელს. მინიჭებული ჰქონდა სოციალისტური შრომის გმირის წოდება (1974), 2 ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშისა და "საპატიო ნიშნის" ორდენები. იყო სსრკ უმაღლესი საბჭოს VIII-IX მოწვევის დეპუტატი. იყო ჟურნალ "ნიანგის", "დროშისა" და "მნათობის" რედაქტორი. 1967 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის პირველი მდივანი, ხოლო 1973 წლიდან - თავმჯდომარე. 1970-იდან სსრკ მწერალთა კავშირის სამდივნოს წევრი.1979 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად. დასაფლავებულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.