აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

მარიამ აბრამიშვილი (1922 — 2008)

პოეტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 1944 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1945 წლის 27 მარტს რამდენიმე ახალგაზრდა პოეტთან ერთად ხელნაწერი ჟურნალის („ანათემა“) გამოცემის გამო დააპატიმრეს და გადაასახლეს. სასჯელს იხდიდა ვიატკის ბანაკებში. ის ერთადერთი ქალია ქართველ რეპრესირებულ მწერალთა შორის. გადასახლებიდან დაბრუნებულმა კვლავ განაგრძო ლიტერატურული საქმიანობა. 1951 წელს მისი ლექსი პირველად დაიბეჭდა ჟურნალ „მნათობში“, ხოლო ლექსების პირველი კრებული 1957 წელს გამოვიდა. 1970 წელს მიიღეს მწერალთა კავშირის წევრად. რეაბილიტირებულია 1998 წლიდან. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.