აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ალექსანდრე ომიაძე (1902-1972)

 

მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. სამსახიობო მოღვაწეობა ხაშურის თეატრში დაიწყო 1926 წელს, სადაც ექვსი სეზონი დაჰყო. 1932-1935 წლებში იგი ქუთაისის თეატრის მსახიობია. 1935 წლიდან სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იგი მოწინავე მარჯანიშვილელთა რიგებში იდგა. კინოში ალე ომიაძემ ოცზე მეტი როლი შეასრულა, რომელთაგან აღსანიშნავია: ზურაბ ერისთავი („გიორგი სააკაძე“, 1942), მეფე ვახტანგ VI („დავით გურამიშვილი“, 1946), გიორგი („ჭრიჭინა“, 1954), პაპა გიგო („მაგდანას ლურჯა“, 1955), პეპია („გლახის ნაამბობი“, 1961), ტარიელი („ტარიელ გოლუა“, 1967). დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.