აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ნიკა აგიაშვილი (1903 – 1984)

მწერალი, მთარგმნელი, ჟურნალისტი. საქართველოს სსრ კულტურის დამსახურებული მუშაკი. 1924 წელს დაამთავრა ქუთაისის ჰუმანიტარული ტექნიკუმი. სწავლა განაგრძო თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილებაზე, რომელიც დაამთავრა 1928 წელს. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ჟურნალ – გაზეთების: "ახალგაზრდა კომუნისტის”, "სტალინელის” ("ახალი ქუთაისი”), "ჩვენი თაობის”, "კომუნისტის” და "დროშის” რედაქციებში.  წლების განმავლობაში მუშაობდა გამომცემლობა "მერანის” თარგმნილი ლიტერატურის რედაქციის გამგედ. აქტიურად მონაწილეობდა ქუთაისის ლიტერატურული გაზეთის "სიტყვა და საქმის” გამოშვებაში (1934 – 1935 წლებში). ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, ინტენსიურად 1925 წლიდან. ამავე წლიდან იბეჭდება წერილები და თარგმანები. გარდაიცვალა 1984 წლის 22 ნოემბერს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.