აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ნიკოლოზ ბარათაშვილი (1817 — 1845)

პოეტი. 1844 წელს დაინიშნა ნახიჩევანში მაზრის მმართველის თანაშემწედ, ხოლო 1845 ივნისს იმავე თანამდებობაზე განჯაში, სადაც ოთხი თვის შემდეგ, 27 წლისა, მალარიით მძიმედ დაავადებული დაიღუპა. ბარათაშვილის გადმოსვენებამ 1893 წელს განჯიდან თბილისში (დიდუბის პანთეონი) ეროვნული მანიფესტაციის სახე მიიღო. 1938-დან პოეტის ნეშთი მთაწმინდის პანთეონში განისვენებს.

ძეგლის კვარცხლბეკზე ოთხივე მხრიდან მიმაგრებულია ნაცრისფერი მარმარილოს ფილები, რომლებზეც ამოკვეთილია ფრაგმენტები პოეტის ლექსებიდან. ერთ მხარეს: „გასწი, გაფრინდი, ჩემო მერანო, გარდამატარე ბედის სამძღვარი, თუ აქამომდე არ ემონა მას, არც აწ ემონოს შენი მხედარი!“ მეორე მხარეს: „რა ხელს ჰყრის პატივს ნაზი ბულბული, გალიაშია დატყვევებული? და ველად იგი, ამხანაგთ შორის, ჭირსაც, ვით ლხინსა, ერთგვარ დამღერის! ესრეთ რას არგებს კაცსაც დიდება, თუ მოაკლდება თავისუფლება?“ („ბედი ქართლისა“) მესამე მხარეს: „არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს!“ („ფიქრნი მტკვრის პირას“) და მეოთხე: „ცუდად ხომ მაინც არა ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება, და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება”. ძეგლის ავტორები არიან იტალიელი სკულპტორები ვილი და რიჩი (1905 წ. 10 ოქტომბერი). ძეგლი წარმოადგენს ალგეთის ქვის 3,195 მეტრი სიმაღლის ღარებიან სვეტს, რომელიც ეყრდნობა კიდეებჩამოთლილ კვარცხლბეკს და თავდება მარმარილოს ჩანგით.