აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

დავით სარაჯიშვილი (1848-1911)

ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი, საზოგადო მოღვაწე. ქიმიისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი. სახელი გაითქვა, როგორც მრეწველმა და ქველმოქმედმა. გარდაიცვალა 1911 წელს, დაკრძალეს დიდუბის პანთეონში. 1939 წელს სარაჯიშვილისა და მისი მეუღლის ნეშტები ვაკის სასაფლაოზე გადაასვენეს. 1995 წელს დაიწყო საუბარი იმაზე, რომ სარაჯიშვილისა და ეკატერინე ფორაქიშვილის ნეშტები ვაკის სასაფლაოდან უფრო შესაფერის ადგილას გადმოესვენებინათ. ასეთ ტერიტორიად ქაშუეთის ეკლესიის ეზო განისაზღვრა, რადგან 1904-1910 წლებში ქაშუეთის ეკლესია დღევანდელი სახით სწორედ სარაჯიშვილის დაფინანსებით აშენდა და მის ცენტრალურ შესასვლელში, მთავარ კარზე არის როგორც ეკატერინე ფორაქიშვილის, ასევე სარაჯიშვილის მონოგრამები.

დავით სარაჯიშვილის ყოფილი საფლავი ვაკის სასაფლაოზე.