აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ილია აგლაძე   (1872 — 1948)

პუბლიცისტი, ჟურნალისტი, მთარგმნელი. სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, მაგრამ ვერ დაამთავრა, მისი თარგმანები, ფელეტონები, პუბლიცისტური წერილები იბეჭდებოდა 1894 წლიდან. 1894-1902 წლებში მუშაობდა „ივერიაში“. 1908-1910 წლებში „დროებისა“ და მისი სურათებიანი დამატების რედაქტორია. იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა“ და ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის აქტიური წევრი. 1910 წელს დააპატიმრეს. 1917 წლამდე გადასახლებაში იყო. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მუშაობდა „კომუნისტის“, „ლიტერატურული საქართველოსა“ და „მნათობის“ რედაქციებში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.