აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

გიორგი ჩუბინაშვილი (1885-1973)

მეცნიერი, ხელოვნების ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი რექტორი. მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ქართული ხელოვნებათმცოდნეობის ფუძემდებელი. 1907 წ. შედის ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. 1912 წ. ჰალეში ჩააბარა სადოქტორო ზეპირი გამოცდები. 1914 წ. მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორისა და თავისუფალ ხელოვნებათა მაგისტრის წოდება. 1916 წ. ხელმძღვანელობს ანისის არქეოლოგიურ კამპანიას. 1916 წ. ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ქართულ-სომხურ-სპარსული განყოფილების თავისუფალ მსმენელად. 1917 წ. საბოლოოდ გადმოდის საცხოვრებლად თბილისში. 1918 წ. დეკემბრიდან იწვევენ ქართულ უნივერსიტეტში ხელოვნების ისტორიის კათედრის გამგედ. დაკრძალულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში.