აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

გრიგოლ წულუკიძე (1889-1950)

ინჟინერი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. დაამთავრა ავსტრიის ქალაქ ლეობენის უმაღლესი სამთო სასწავლებელი 1911 წელს; 1914-1918წწ. მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე ჩრდილოეთ კავკასიის ნავთობის სარეწებზე; 1918-1922წწ. ტყიბულის მაღაროებში; 1923-1928წწ. იყო საქართველოს სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს სამთო კომიტეტის თავმჯდომარე; ამავე პერიოდში კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე, ხოლო 1928 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1930-1950წწ. იყო მადნეულ საბადოთა დამუშავების კათედრის გამგე; საქართველოში სამთოელთა სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი; მეცნიერულად დაასაბუთა ტყიბულის შახტებში ნამუშევარი სივრცის ჰიდრავლიკური ამოვსების პერსპექტიულობა და სხვ. მისი მონაწილეობით შეიქმნა ქიმიის, გამოყენებითი მინერალოგიის, გეოლოგიის, ლითონისა და სამთო საქმის ინსტიტუტები; დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.