აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

იოველ ქუთათელაძე (1887-1963)

ფარმაცევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. 1921 წელს იგი მიიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფარმაციისა და ფარმაკოგნოზიის კათედრის პროფესორად; 1924 წლიდან განაგებდა უნივერსიტეტის ანალიზური და სასამართლო ქიმიის კათედრებს; 1927-1930წწ. სათავეში ედგა ბიოლოგიური ქიმიის კათედრასაც და კითხულობდა ლექციებს შესაბამის დისციპლინებში. 1930 წელს უნივერსიტეტს გამოეყო და ცალკე ჩამოყალიბდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, რომელშიც შედიოდა ფარმაკო-ქიმიური ფაკულტეტიც; 1937 წლიდან იგი გამოუკიდებელ ფარმაცევტულ ინსტიტუტად გადაკეთდა; ფარმაკო-ქიმიური ფაკულტეტის დეკანად, ხოლო შემდეგ ფარმაცევტული ინსტიტუტის დირექტორად პროფესორი ი. ქუთათელაძე დაინიშნა; 1948 წელს ფარმაცევტული ინსტიტუტი შეუერთდა სამედიცინო ინსტიტუტს და იგი კვლავ განაგებდა სასამართლო და ანალიზური ქიმიის კათედრებს და სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტია პედაგოგიური მოღვაწეობა. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.