აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ვუკოლ ბერიძე (1883-1963)

ენათმეცნიერი, რუსთველოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. 1912 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მასწავლებლობდა ქუთაისსა და თბილისში. 1922–1932 წლებში კითხულობდა ქართული ენისა და ლიტერატურის კურსს ამიერკავკასიის კომუნისტურ უნივერსიტეტში, 1932 წლიდან მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1912 წელს შეადგინა "სიტყვის-კონა იმერულ და რაჭულ თქმათა", რომელიც გამოირჩევა სანიმუშო განმარტებით, მდიდარი და კარგად შერჩეული საილუსტრაციო მასალით. ბერიძეს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის დადგენაში. ამ საქმეს იგი თითქმის სამი ათეული წელი მოთავეობდა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.