ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის
სოლომონ II (1772-1815)
იმერეთის უკანასკნელი მეფე, ერეკლე მეფის შვილიშვილი, აღესრულა დევნილობაში. დაკრძალეს ტრაპიზონში. 1990 წელს გადმოასვენეს საქართველოში და დაკრძალეს გელათის მონასტერში.
სოლომონ მეორის აკლდამა ტრაპიზონში. მასზე იყო წარწერა: «განმეძარცვა მე პირველქმნილი სიკეთე და მშვენიერება და მდებარე ვარ შიშველი და დევნილ საფლავსა ამასა შინა ტომისაგან დავითისა შთამოსული ბაგრატიონი ძე არჩილისა სრულიად იმერთა მეფე სოლომონ, რისთვისაც ვთხოვ შენდობას ველი».