აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ილია კარტოზია (1987-2014)

2014 წლის 28 დეკემბერს იტალიური ბორანი “Norman Atlantic”, ადრიატიკის ზღვაში საბერძნეთიდან სამხრეთ იტალიისკენ მიემართებოდა. როდესაც გემზე ხანძარი გაჩნდა, ბორტზე 487 მგზავრი, მათ შორის საქართველოს 8 მოქალაქე და 12 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. 36 საათიანი სამაშველო ოპერაციის შედეგად, რომელიც ვერტმფრენებისა და სამაშველო ნავების საშუალებით ჩატარდა, გარდაიცვალა 12 ადამიანი, მათ რიცხვშია გმირულად დაღუპული მცხეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილია, რომელიც იტალიაში, ქ. ბარიში წმ. ნიკოლოზის საფლავის მოსალოცად მიემგზავრებოდა და უბედური შემთხვევის დროს, როდესაც ცეცხლმოკიდებული გემიდან მაშველებს სამაშველო ნავზე გადაჰყავდათ, მან თავისი ადგილი ბავშვიან ქალბატონს დაუთმო და თავად გემბანზე დარჩა. მამა ილიას გადარჩენა მაშველებმა ვეღარ მოახერხეს. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO), ზღვაში ჩადენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის ყოველწლიურად აჯილდოვებს სხვადასხვა ადამიანებს. წელს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ მიერ აღნიშნული ჯილდოს მისაღებად მამა ილია კარტოზიას კანდიდატურა წარადგინა, რაც, განხილულ იქნა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის სამდივნოს 114-ე სესიაზე და გადაწყდა დაჯილდოვდეს ზღვაში ჩადენილი განსაკუთრებული სიმამაცის ჯილდოთი. დაკრძალულია მცხეთაში, დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის ეზოში.