აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

კონსტანტინე ერისთავი (1889-1975)

ქირურგი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1950), სოციალისტური შრომის გმირი, იყო საქართველოს ქირურგიული საზოგადოების, საპატიო თავმჯდომარე და ჯანდაცვის სამინისტროს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე.. 1914 წელს დაამთავრა იურიევის (ახლანდელი ტარტუ) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1914-1918 წლებში პირველი მსოფლიო ომის დროს იბრძოდა მოქმედ არმიაში. 1918 წელს დაბრუნდა საქართველოში. 1941 წლამდე ის ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ კი სამედიცინო ინსტიტუტში განაგებდა ზოგადი ქირურგიის, საფაკულტეტო ქირურგიის, ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრებს. ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიისა და მედიცინის განყოფილებას. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.