აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

შოთა ძიძიგური (1911-1994)

ქართველი ენათმეცნიერი, ქართული ენისა და დიალექტების მკვლევარი, ბასკოლოგი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1963), საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1974). საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. 1936 წელს დაიწყო სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობა. სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს თბილისის, თელავის, ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტებში. 1967-1984წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ქართული ენის კათედრის გამგე. დაკრძალულია თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.