აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ეკატერინე ბურჯანაძე (1885-1972)

საბავშვო მწერალი, მეთოდისტი, მთარგმნელი, პედაგოგი, საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი. მასწავლებლად მუშაობდა 40 წლის მანძილზე თბილისის საკვირაო, ქალთა საზოგადოების, მე–2 საქალაქო, მე–18 საშუალო და 53–ე საშუალო სკოლებში; თანამშრომლობდა ჟურნალ "ნაკადულში". მისი პედაგოგიური წერილები, მხატვრული მოთხრობები და თარგმანები იბეჭდებოდა ქართული ჟურნალ–გაზეთების ფურცლებზე; 1927 წლიდან თავის დასთან, ნინო ბოცვაძესთან ერთად მუშაობდა სასკოლო სახელმძღვანელოების შედგენაზე; 1944 წელს მათ იაკობ გოგებაშვილის "დედა ენის" საფუძველზე შეადგინეს საშუალო სკოლის დაწყებითი კლასების ქართული ენის სახელმძღვანელო.  დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.