აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ალექსანდრე ცაგარელი (1844-1929)

ისტორიკოსი, ფილოლოგი. სწავლობდა პეტერბურგის სამედიცინო აკადემიაში 1867 წლიდან, მაგრამ მალე პეტერბურგის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე გადავიდა; აგრეთვე სწავლობდა გერმანიაში 1968 წელს და ავსტრიაში - ვენაში. 1871 წლიდან განაგებდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ქართული ენის კათედრას; 1874-1875წწ. კითხულობდა ლექციებს საქართველოს ისტორიაში; 1886 წლიდან იყო ამავე უნივერსიტეტის პროფესორი; 1922 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში