აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ანა (ცქვიტი) ხახუტაშვილი (1886—1960)

საბავშვო მწერალი. 1907 წელს ჟურნალ „ნაკადულში“ გამოქვეყნდა ანა ხახუტაშვილის პირველი მოთხრობა „მიტოს გაბედულობა“. აქედან მოყოლებული, მისი მოთხრობები სისტემატურად იბეჭდებოდა „ცქვიტის“ ფსევდონიმით. 1909 წელს წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ სტიპენდია დაუნიშნა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მასწავლებლობდა ჯერ გორის, ხოლო შემდეგ თბილისის ქალთა გიმნაზიაში და თან ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწეოდა. 1916 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.