აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

სოლომონ დოდაშვილი (1805-1836)

მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, ლოგიკის ქართული მეცნიერული სკოლის დამფუძნებელი. ავტორი მრავალი გავლენიანი სამეცნიერო შრომისა ლოგიკის, ქართული ენისა და ლიტერატურის ისტორიის სფეროებში. 1828 წელს,  ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხი აიღო. 1828-32 წლებში იყო პირველი ქართული გაზეთის „ტიფლისსკიე ვედომოსტის“ ყოველკვირეული დამატების მთავარი რედაქტორი. აქტიური წევრი იყო ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის, რის გამოც 1832 წელს დაპატიმრებულ იქნა. 1836 წელს გარდაიცვალა ვიატკის საპყრობილეში (რუსეთი). 1994 წელს ვიატკიდან გადმოსვენებულ იქნა საქართველოში, თბილისის მთაწმინდის პანთეონში.