აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

რაფიელ ერისთავი (1824-1901)

პოეტი, დრამატურგი, ლექსიკოლოგი, პუბლიცისტი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი. 1836 წლიდან რაფიელი თბილისში ცხოვრობს, სადაც 1845 წელს წარმატებით ამთავრებს გიმნაზიას. 1896 წელს რ. ერისთავმა დაასრულა თავისი შრომა სვანეთის შესახებ და „ნოვოე ობოზრენიეში“ დაბეჭდა. იმავე წელს მან თავი დაანება სამსახურს და ცხოვრების უკანასკნელი წლები თავის მშობლიურ კუთხეში გაატარა. მიუხედავად ღრმა მოხუცებულობისა, რაფიელ ერისთავი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე განაგრძობდა შემოქმედებითს მუშაობას. ბოლო ხანებში იგი მუშაობდა ოპერის („ნუგზარ“) ლიბრეტოზე, რომელიც დაუმთავრებელი დარჩა. 1901 წლის იანვარში რ. ერისთავის ჯანმრთელობა გაუარესდა და 4 მარტს იგი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. თელავიდან პოეტის ნეშტი წაასვენეს სოფ. ქისტაურში. მიცვალებულის კუბოს ზღვა ხალხი აცილებდა. პროცესიას წინ მიუძღვოდნენ ძაძებით მორთული ხევსური ცხენოსნები. მთელი გზა მოფენილი ყოფილა ღვიით, დაფნით და სუროთი. 1911 წელს აკაკი წერეთელმა ინახულა რაფიელის საფლავი ქისტაურში და პანაშვიდი გადაუხადა. 1938 წელს რაფიელ ერისთავის ნეშტი თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში გადმოასვენა.

მემორიალური ქვა ერისთავის პირველ საფლავზე სოფელ ქისტაურში