აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ანასტასია ერისთავი-ხოშტარია (1868-1951)

ნოველისტი. მისი ლიტერატურული დებიუტი შედგა 1885 წელს, როდესაც თარგმნა ოსური ლეგენდა „ბესო“. მის პირველ ნოველებს საკმაო წარმატება ხვდათ. ანასტასია ერისთავი-ხოშტარია იყო პირველი ქართველი ქალი მწერალი, რომელმაც ყურადღება ქალების პრობლემებზე გაამახვილა. 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, ა. ერისთავი-ხოშტარია წავიდა მწერლობიდან და მხოლოდ საკუთარი ნაწარმოებების „პოლიტიკურად კორექტულ“ შესავლებს წერდა. დაქორწინებული იყო დუტუ მეგრელზე (დიმიტრი ხოშტარია), რომელიც ასევე მწერალი და პოეტი იყო. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.