აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

სიკო ფაშალიშვილი (1894-1970)

მწერალი, ჟურნალისტი და მთარგმნელი. პირველი ლექსი 1909 წელს დაბეჭდა „ივერიაში“. იგი იყო აღიარებული მოქართულე და შესანიშნავი მთარგმნელი. მან ქართველ საზოგადოებას გააცნო შექსპირის „ჭირვეული ცოლოს მორჯულება“, „მეთორმეტე ღამე“, ლოპე დე ვეგას „ცეკვის მასწავლებელი“, ა. გრიბოედოვის „ვაი ჭკუისაგან“, პუშკინის, ნეკრასოვის, მიცკევიჩის და სხვათა ლექსები და პიესები. მანვე თარგმნა ეჟენ პოტიეს „ინტერნაციონალი“. სიკო ფაშალიშვილი კინოფილმ „ქეთო და კოტეს“ სცენარის ავტორია. განსაკუთრებით საგულისხმოა მწერლის მოღვაწეობა „ნიანგში“. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.