აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ანტონ ფურცელაძე (1839-1913)

მწერალი, პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი. 1861 წელს ა. ფურცელაძე თანამშრომლობას იწყებს ჟურნალ “ცისკარში”. “ცისკარში” თანამშრომლობის შეწყვეტის შემდეგ ა. ფურცელაძე “დროებაში” გადავიდა და გახდა მისი ერთ-ერთი აქტიური თანამშრომელი. 1867 წელს მუშაობას იწყებს ზუგდიდში სასამართლოს გამომძიებლად. “დროებაში” თანამშრომლობა მას ამის შემდეგაც არ შეუწყვეტია. 1869 წელს იგი კვლავ თბილისში ბრუნდება. მათი თაოსნობით 1869 წლის მარტიდან გამოსვლას იწყებს ყოველთვიური სამეცნიერო და სალიტერატურო ჟურნალი “მნათობი”. 1872 წელს ჟურნალ “მნათობის” გამოცემა შეწყდა. 1873 წლიდან ა. ფურცელაძე რედაქტორობს პირველ აგრონომიულ ჟურნალს ქართულ ენაზე “გუთნის დედას”. 1905 წელს ა. ფურცელაძე სათავადაზნაურო ბანკის თავმჯდომარედ იქნა არჩეული. 1911 წელს ა. ფურცელაძემ ბანკში სამსახურს თავი დაანება და მუდმივ საცხოვრებლად გადასახლდა სოფელ არბოში. ამის შემდეგ მას დიდხანს არ უცოცხლია. გარდაიცვალა 1913 წლის 3 ნოემბერს, თანახმად ანდერძისა, დაასაფლავეს სოფელ მერეთში.