აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ეკატერინე ჯანდიერი (1882-1930)

 

პირველ აგრონომი ქალი.  შვეიცარიაში  ხუთწლიანი კურსის დამთავრების შემდეგ ეკატერინე სამშობლოში დაბრუნდა და სოფელ ვაჩნაძიანში სამაგალითოდ მოაწყო მამის მეურნეობა. პირველმა ქართველმა აგრონომმა ქალმა შვეიცარიიდან ჩამოიტანა ათობით დილოქსერაგამძლე ვაზის ნერგი, გამოიწერა და მიიღო სიმინდის საფშვნელი, პურის სალეწი, მემინდვრეობისათვის განკუთვნილი მანქანები, რძის გადასამუშავებელი აპარატი. ფიზიკურად მუშაობდა მინდვრად, ვენახში. საოცარი ოსტატობით ამყნობდა ვაზს. ხშირად ჩამოდიოდა თბილისში და კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების წევრებს ლექციებს უკითხავდა სოფლის მეურნეობის საკითხებზე. ეკატერინე ჯანდიერი ვაჩნაძიანში ეწეოდა სამეცნიერო მუშაობასაც. საამისოდ ქონდა მიკროსკოპი და იმ დროს პირობაზე კარგად მოწყობილი ლაბორატორია. ასევე სოფლეში მოაწყო ბიბლიოთეკა. გარდაიცვალა 1930 წელს და დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.