აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

სიმონა დოლიძე (1885-1911)

ქართველი ფირალი და ტერორისტი. ბათუმში გაეცნო მარქსისტულ ლიტერატურას და ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. რევოლუციის დამარცხების შემდეგ დოლიძე ფირალად გავარდა და ტყეში გახიზნულ წითელრაზმელებს შეუერთდა. რევოლუციური კომიტეტის დავალებით დოლიძემ მრავალი ტერორისტული აქტი და დავალება შეასრულა. დოლიძემ გადაწყვიტა დაეტოვებინა გურია და ბათუმისკენ გასწია. მას თან ახლდა მისი სახლიკაცი ანდრო დოლიძე და ფირალი მელქისედეკ ბურჭულაძე. ნატანებში ისინი დასასვენებლად ერთ ნალიაში დაიმალნენ, სიმონას იმ დროს თურმე ფეხები აწუხებდა, ანდრო დოლიძე კი საჭმლის მოსატანად გაგზავნეს. ამ უკანასკნელმა გასცა ფირალები და ჯარიკაცებმა პროპორშჩიკ ივანე ჯაფარიძის მეთაურობით ნალიას ალყა შემოარტყეს. ნალიიდან პირველი სიმონა დოლიძე გადმოხტა, მას მიჰყვა ბურჭულაძე. ბურჭულაძემ მოახერხა გაქცევა, სიმონა ორივე ფეხში დაიჭრა, მაგრამ შეძლო ჯაფარიძის მოკვლა. გადმოცემით, დაჭრილ დოლიძეს მაუზერი თავდამსხმელებისთვის გადაუგდია. ჯაფარიძეს ეს რომ დაუნახავს ბურჭულაძისთვის თავი დაუნებებია და მაუზერისკენ გამოექანა, სიმონას ის მეორე მაუზერით მოუკლავს.