აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

სიმონ გუგუნავა (1839-1909)

თავადი, ქართველი პოეტი, პოემა „თამარიანის“ ავტორი. 1889-1898წწ. იყო ოზურგეთის მაზრის თავად–აზნაურთა წინამძღოლი; 1898 წლიდან ლეჩხუმის მაზრის მომრიგებელ–შუამავალი; თანამშრომლობდა პერიოდულ გამოცემებში ბეჭდავდა საკუთარ ლექსებს; 1888 წელს გამოვიდა მისი პოემა "თამარიანი", რომელიც გ. ი. რჩეულიშვილის ისტორიული რომანის "თამარ ბატონიშვილის" პოეტური გადამუშავებაა; პოემაში შეინიშნება როგორც შოთა რუსთაველის, ასევე ხალხური ზეპირსიტყვიერების გავლენა; პოემის ზოგიერთი ადგილი სიმღერად იქცა. დაკრძალულია ქუთაისში, მწვანეყვავილას პანთეონში.