აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ალექსანდრე ბოროდინი (გედევანიშვილი) (1833-1887)

ქართული წარმოშობის რუსი ქიმიკოსი და კომპოზიტორი. ი კვარტეტით სიმებიანი საკრავებისათვის და ოპერით თავადი იგორი. 1856 წელს დაამთავრა სამედიცინო-ქირურგიული აკადემია. 1874-იდან სამედიცინო აკადემიური ქიმიური ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ქალთა უმაღლესი სასწავლებლის, ქალთა საექიმო კურსების ერთ-ერთი ორგანიზატორი და პედაგოგი (1872-1887). XIX ს-ის 50-იან წლებში დაიწყო რომანსების, საფორტეპიანო პიესების კამერულ-საკრავიერი ანსამბლების შექმნა.  ქიმიაში 40-ზე მეტი ნაშრომი აქვს. ბოროდინს ეკუთვნის ბრომჩანაცვლებული ნაჯერი კარბონმჟავების მიღების ორიგინალური ხერხი. მანვე მიიღო პირველი ფთორორგ. ნაერთი - ბენზოლის ფთორიდი (1862) აღწერა ალდოლი, ალდოლური კონდესაციის რეაქცია. ბოროდინის შემოქმედებითი მემკვიდრეობა საკმაოდ მცირეა, მაგრამ მნიშვნელოვან შენაძენს წარმოადგენს კლასიკური მუსიკის საგანძურში. დაკრძალულია პეტერბურგში, ალექსანდრე ნეველის ლავრის ტიხვინის სასაფლაოზე