აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

გურამ ბზვანელი (1934-2015)

 

კომპოზიტორი, მომღერალი, პოეტი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1982). 1954-1960 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, პოლიტექნიკური ინსტიტუტის კვარტეტის პოპულარობა მალე გასცდა თბილისის ფარგლებს და მთელი საბჭოთა კავშირი მოიცვა, გასტროლები ჰქონდათ თითქმის ყველა რესპუბლიკაში, 1957 წელს გეპეის კვარტეტი თავის ორკესტრთან ერთად გამოვიდა ახალგაზრდობისა და სტუდენტების მეექვსე მსოფლიო ფესტივალში, რომელსაც მოსკოვმა უმასპინძლა. კვარტეტი ფესტივალის ლაურეატი გახდა. პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ბზვანელი თბილისის კონსერვატორიის თეორიულ-საკომპოზიტორო ფაკულტეტზე სწავლობდა, 1960-1965 წლებში. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ იყო პიონერთა სასახლის მუსიკალური ხელმძღვანელი. 1968 წლიდან იყო კომპოზიტოთა კავშირის წევრი, ასევე საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1982) და თბილისის ერთგულების მედლის კავალერი (2002). 2015 წლის 18 მაისს გურამ ბზვანელი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.