აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

რაჟდენ გვეტაძე (1897-1952)

მწერალი, მთარგმნელი. 1913 წელს გამოქვეყნდა მისი ლექსები, ხოლო 1915 წელს პირველი წიგნი „მთვარის ზღაპარი“. ამ პერიოდში იგი უახლოვდება „ცისფერ ყანწელებს“, 1929 წელს გამოვიდა მისი პირველი დიდი რომანი „თეო“. ამას მოჰყვა „ჭიაკოკონა“, ხოლო 1935 წელს ერთ სიუჟეტურ ქარგაზე აგებული ნოველების კრებული „ლაშაური საღამოები“. რ. გვეტაძემ მრავალი პროზაული და პოეტური ნაწარმოები უძღვნა სამამულო ომს. რ. გვეტაძე ნაყოფიერ მთარგმნელობით მოღვაწეობას ეწეოდა. მან გაამდიდრა ქართული მწერლობა მსოფლიო მნიშვნელობის  ძეგლებით, 1935-1950 წლებში სათავეში ედგა გამომცემლობა „ფედერაციას“ (შემდგომში „საბჭოთა მწერალი“). დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.