აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ნოე ადამია (1917-1942)

საბჭოთა კავშირის გმირი, მე-7 საზღვაო ქვეითი ბრიგადის ოცეულის მეთაური, სნაიპერი. საშუალო განათლება თბილისში მიიღო. 1938 წელს გაიწვიეს წითელ არმიაში და ჩარიცხეს შავი ზღვის სამხედრო-საზღვაო ფლოტში. 1940 სწავლობდა ოდესის სამხედრო-საზღვაო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ დანიშნეს ზემდეგად სამხედრო-საზღვაო ფლოტის ნაწილში ქ. სევასტოპოლში. 1941-1942 წლებში ადამიამ განსაკუთრებული გმირობა გამოიჩინა სევასტოპოლის ბრძოლებში. 1942 წლის 16-22 ივნისს მეავტომატეთა მცირე ჯგუფით მოიგერია ათზე მეტი იერიში, გაანადგურა მტრის 200 ჯარისკაცი და მოსპო 2 ტანკი. დაკრძალულია სევასტოპოლის ძმათა სასაფლაოზე.