აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

გალაქტიონ ალფაიძე (1916-2006)

გენერალ-ლეიტენანტი, საბჭოთა კავშირის გმირი (28 აპრილი, 1945). 1940 დაამთავრა თბილისის საარტილერიო სასწავლებელი, მიენიჭა ლეიტენანტის წოდება და დაინიშნა ოცმეთაურად საარტილერიო პოლკში. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. 1943 წლიდან მეთაურობდა საარტილერიო პოლკს, იბრძოდა მოსკოვის მისადგომებთან, დნეპრთან, დნესტრთან, დუნაისთან, კიშინიოვთან, ბალატონის ტბასთან (აქ მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება), ბუდაპეშტთან და სხვა. 1946 წელს აირჩიეს სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. 1951 წელს დაამთავრა ფ. ძერჟინსკის სახელობის საარტილერიო აკადემია. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, 5 სხვა ორდენით და მედლებით. დაკრძალულია მოსკოვში, ტრეოკუროვის სასაფლაოზე.