აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

პორფილე ჩანჩიბაძე (1901-950)

გენერალ-პოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის გმირი. საბჭოთა არმიაში იყო 1921 წლიდან. მეორე მსოფლიო ომში პორფილე ჩანჩიბაძე თავდაპირველად მეთაურობდა 107-ე მოტომსროლელ დივიზიას. მისი მეთაურობით დივიზიამ ქალაქ ბელთან გაანადგურა გერმანებეის მე-20 სატანკო დივიზია. ჩანჩიბაძემ დივიზია 28 დღიანი ალყიდან გაიყვანა. ალყიდან გამოსვლისას დივიზიამ ფეხით გაიარა 400 კმ, ალყიდან გამოყვანილი იქნა 3500 ჯარისკაცი და მთელი საბრძოლო ტექნიკა. ამის შემდგომ ჩანჩიბაძე სარდლობდა 30-ე არმიის მოძრავ ჯგუფს, რომელიც ორ დივიზიას აღემატებოდა. მისმა შენაერთმა 1941 წლის 16-18 დეკემბერს წარმატებით შეასრულა დავალება. 1942 წლის შემოდგომაზე ჩანჩიბაძე დაინიშნა მე-13 გვარდიული მსროლელთა კორპუსის მეთაურად. კორპუსი მონაწილეობდა სტალინგრადის ბრძოლაში. კორპუსმა გაანადგურა ფონ მანშტაინის რამდენიმე სატანკო და ქვეითი დივიზია, ბრძოლით გაიარა 500 კმ და გაათავისუფლა 200-მდე დასახლება. 1943 წლის გაზაფხულზე მე-13 კორპუსი ჩანჩიბაძის მეთაურობით მონაწილეობდა ყირიმის გათავისუფლებაში. ჩანჩიბაძემ მაისში აიღო ქალაქი სევასტოპოლი. 1944 წლის ივნისიდან ჩანჩიბაძე სარდლობდა მე-2 გვარდიული არმიის ჯარებს და მონაწილეობდა ბალტიისპირეთის გათავისუფლების ოპერაციაში. 300 კილომეტრიანი მარშის შემდეგ გადალახა მდინარე ნემნა და მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პრუსიის შეტევით ოპერაციაში, რომლის დროსაც გაარღვია სამი ძლიერი გამაგრებული ზოლი, გაანადგურა მოწინააღმდეგის სამი დივიზია და გაათავისუფლა 228 დასახლება. 1945 წლის 19 აპრილს მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება, ხოლო 2 ივლისს - გენერალ-პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. ომის შემდეგ ჩანჩიბაძეს ეკავა სამეთაურო თანამდებობები. იყო სსრკ მეორე მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. გარდაიცვალა 1950 წლის 14 მარტს, 48 წლის ასაკში. დაკძალეს მოსკოვში, ნოვოდევიჩის პანთეონში.