აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

კონსტანტინე ლესელიძე (1903-1944)

 

მხედართმთავარი, გენერალ-პოლკოვნიკი, მე-18 სადესანტო არმიის სარდალი, საბჭოთა კავშირის გმირი. 1938 წელს დატოვა კავკასია და 1941 წლამდე იყო ბელორუსიის განსაკუთრებული სამხედრო ოლქის მე–5 მსროლელი დივიზიის არტილერიის უფროსი. 1939 მონაწილეობდა პოლონეთის კამპანიაში მე–5 მსროლელი დივიზიის არტილერიის უფროსად. დიდი სამამულო ომის საწყის წლებში ის იყო დასავლეთის ფრონტის მე–2 მსროლელი კორპუსის არტილერიის უფროსი და შემდგომ დასავლეთის ფრონტის 50-ე არმიის სარდლის მოადგილე. ტულასთან ბრძოლაში მისმა ტაქტიკამ, პირდაპირი დამიზნებით მტრის ტანკების წინააღმდეგ ყველა ზარბაზნის გამოყენებამ, გაამართლა. ამან ხელი შეუწყო გენერალ გუდერიანის მეორე სატანკო არმიის მრავალი მანქანის განადგურებას. 1942 წლიდან,  გადაიყვანეს ამიერკავკასიის ფრონტზე. 1944 წლის 14 თებერვლიდან  იმყოფებოდა სამკურნალოდ სსრკ ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალში ქ. მოსკოვში. იგი ევაკუირებული იყო ფრონტიდან გრიპის გართულების შემდეგ მძიმე ავადმყოფობის სამკურნალოდ. ლესელიძე იქვე გარდაიცვალა 1944 წლის 21 თებერვალს. დაკრძალეს ქალაქ თბილისში ვერის ძველ სასაფლაოზე. 1974 წელს კი გადაასვენეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.