აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ნესტორ მალაზონია (1892-1984)

 

პოეტი, საზოგადო მოღვაწე. 1892 წლის 12 ოქტომბერს დაიბადა სოფელ მამათში. სწავლობდა ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელში 1919 წლიდან დაიწყო მასწავლებლობა ჯერ სოფელ აცანაში, შემდეგ მამათში. 1925 წლიდან ნესტორ მალაზონიამ მუშაობა ბათუმში განაგრძო, სადაც თავდაპირველად ინდუსტრიულ ტექნიკუმის აღმზრდელ-მასწავლებელი იყო. 1929 წლიდან დაინიშნა განათლების მუშაკთა კავშირის საოლქო გამგეობის პასუხისმგებელ მდივნად, ხოლო 1931 წლიდან თავმჯდომარედ. 1933-1935 წლებში იყო ხულოს რაიონული გაზეთის რედაქტორი; 1935-1937 წლებში აჭარის განათლების კომისარიატის კადრების გამგე; 1938-1941 წლებში ბათუმის სახელმწიფო გამომცემლობის წარმოების უფროსი; 1941-1951 წლებში გაზეთ „საბჭოთა აჭარის“ სტილისტ-მთარგმნელი; 1951 წლიდან გამომცემლობა „სახელგამის“ რედაქტორი. დაკრძალულია სოფელ მამათში. საფლავის ფოტო მოგვაწობა ბატონმა ოთარ პატიეშვილმა, რისთვისაც ვუხდით მადლობას.