აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

იოსებ იმედაშვილი (1876-1952)

 

მწერალი, საზოგადო მოღვაწე. 1890-იანი წლებიდან ეწეოდა რევოლუციურ აგიტაციას თბილისის ქარხნებსა და რკინიგზის სახელოსნოებში, ავრცელებდა არალეგალურ ლიტერატურას. 1903 წლიდან რსდმპ-ია წევრი იყო. 1906 წელს აირჩიეს I სახელმწიფო სათათბიროს ამომრჩევლად. 1905-1906 წლებში ხელმძღვანელობდა ივრის ხეობის, ე. წ. „გარეკახეთის ერთობის“, რესოლუციურ მოძრაობას. 1905 წელს თბილისში გლეხთა რაზმთან ერთად პროტესტით წარუდგა მეფის ნაცვალს გურიაში დამსჯელი რაზმების გაგზავნის გამო. 1910 წელს რევოლიციურ-პროპაგანდისტული მუშაობისათვის 4 წლის კატორღა მიუსაჯეს, რაც ავადმყოფიბის გამო მეტეხის ციხეში პატიმრობით შეუცვალეს. იმედაშვილი ნაყოფიერად იღვწოდა ლიტერატურისა და კულტურის სარბიელზე. ბეჭდვა დაიწყო 1895 წლიდან. 1893 ავჭალის, ხოლო 1902 წელს ავლაბრის მუშათა თეატრების დამაარსებელთაგანი და პირველი რეჟისორი იყო. შეადგინა და გამოსცა ორიგინალური და თარგმნილი პიესების ორი კრებული დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.