აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

გაბრიელ ჯაბუშანური (1914-1968)

 

პოეტი. 1934 წელს საშუალო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ჯერ კიდევ ცამეტი წლის ყმაწვილს უქვეყნებდნენ ლექსებს საბავშვო ჟურნალ-გაზეთები. კრებდა და იწერდა ხალხური შემოქმედების შედევრებს. ოჯახური მიზეზების გამო მეოთხე კურს დაანება თავი და ბრუნდება სოფელში. ჯერ პედაგოგობდა, შემდეგ განაგებდა სოფლის სამკითხველოს, ეთხანს კოლმეურნეობის თავჯდომარედაც მუშაობდა. 1935 წელს ჟურნალ ჩვენს თაობაში გამოქვეყნდა მისი ლექსი „ცხენი“ და უმალ მიიქცია ფართო მკითხველთა ყურადღება. 1940 წელს გამოვიდა პოეტის პირველი კრებული — „არაგვიანი“. ამას მოჰყვა კრებულები: „ლექსები“, „ნათელი მთაში“, „ლირიკა“, „მზეთა ქვეყანა“, „მაღალი მთვარე“, „ჩრდილი და მთვარე“, „მოკრძალება“, „რჩეული“ და სხვა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.