აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

რუბენ აგაბაბიანი (1911-1970)

სომეხი ხუროთმოძღვარი, პოეტი. 1928 წელს მწერლის ნინო ნაკაშიძის ხელშეწყობით განაგრძო სწავლა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე. აკადემიის დამთავრების შემდეგ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. იგი გარდაცვალებამდე იყო არქიტექტურის კათედრის პროფესორი. 1949 წელს სამეცნიერო შრომისათვის „საქართველოსა და სომხეთის ცენტრალურ-გუმბათოვან ნაგებობათა კომპოზიცია“, მიენიჭა არქტიტექტურის დოქტორის სამეცნიერო წოდება. რ. აგაბაბიანი მეტად ნაყოფიერი მეცნიერი იყო. მეცნიერულ მოღვაწეობასთან ერთად იგი პრაქტიკოსი ხუროთმოძღვარი იყო. იგი ოთხი პოეტური კრებულის ავტორია. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა საქართველოს მწერალთა კავშირის სომხურ სექციას. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.