აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ანატოლი კალგინი (1875-1943)

ხუროთმოძღვარი. განათლება მიიღო პეტერბურგის სამოქალაქო ინჟინერთა ინსტიტუტში, რომლის კურსიც 1900 წ. დაასრულა. 1907 წლიდან კი თბილისში დამკვიდრდა. მან საკუთარი ინიციატივით იმოგზაურა საქართველოსა და სომხეთში, გაზომა ფიტარეთისა და ბოლნისის ტაძრები. 1907 წ., ექვთიმე თაყაიშვილის ექსპედიციაში არტაანის, ოლთისისა და ყაღიზიანის ოლქებში. მან გაზომა მნიშვნელოვანი ძეგლები, რომლებიც არც მანამდის და არც შემდეგ არავის არ გაუზომავს: 1922-30 წწ. კალგინი თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორად იყო, 1930-დან გარდაცვალებამდე – ინდუსტრიული ინსტიტუტისა. გარდაიცვალა თბილისში, დაკრძალულია მცხეთაში, სამთავროს ტაძრის გალავანში.