აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

მიხეილ შავიშვილი (1894-1958)

არქიტექტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, სსრ კავშირის მშენებლობისა და არქიტექტურის აკადემიის წევრ-კორესპოდენტი. 1922 წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის არქიტექტორის სპეციალობით. აღსანიშნავია, რომ მიხეილ შავიშვილი იყო ერთ-ერთი პირველტაგანი, ვინც არქიტექტურული განათლება საქრთველოში მიიღო. 1931 წელს მიიწვიეს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც კითხულობდა სპეცკურსებს, ხოლო 1951-1955 წლებში განაგებდა არქიტექტურის კათედრას. 1932 წლიდან იგი 80-მდე პროექტის ავტორია. იყო საქართველოს არქტიტექტორთა კავშირის ჩამოყალიბების ერთ-ერთი ორგანიზატორი, 1945-1947 წლებში მისი თავმჯდომარე, გამგეობის წევრი. დაჯილდოვებული იყო შრომის წითელი დროშის ორდენით და მედლებით. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.