აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

გიორგი ლეჟავა (1903-1977)

არქიტექტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. 1931 წელს ხანგრძლივი ვადით სამუშაოდ გადავიდა მოსკოვში და ჩაირიცხა X არქიტექტურულ სახელოსნოში, 1941 წლიდან იგი არქიტექტურის აკადემიის ასპირანტია. 1946 წელმა გიორგი ლეჟავას დიდი შემოქმედებითი გამარჯვება მოუტანა. არქიტექტორ ვ. კოკორინთან ერთად შექმნილმა საქართველოს მთავრობის სასახლის წინა კორპუსის არქიტექტურულმა პროექტმა კონკურსში გაიმარჯვა. მომდევნო წელს კი მან საქათველოს მეცნიერებათა აკადემიის კომპლექსის პროექტზე გამოცხადებულ კონკურსშიც მოიპოვა გამარჯვება. მისივე პროექტებით აშენდა ფიზიკის, ხელნაწერთა, მათემატიკის ინსტიტუტები, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფუნდამენტური ბიბლიოთეკა, რკინიგზის პავილიონი ახალ ათონში და სხვა. 1965 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად და ვანის არქეოლოგიური ექსპედიციის მთავარ არქიტექტორად. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.