აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ივანე ჩხენკელი (1910-1991)

არქიტექტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, შოთა რუსთაველის და საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 1955-1958 წლებში საქართველოს არქიტექტორთა კავშირის პასუხისმგებელი მდივანია. 1959 წელს დაინიაშნა თბილისის მთავარ არქიტექტორად, მისი ხელმძღვანელობით დამუშავდა და შეიქმნა საცხოვრებელი სახლების ტიპიური სექციები. 1962-1980 წლებში საქართველოს არქიტექტორთა კავშირის გამგეობის თავჯდომარეა. ივანე ჩხენკელის პროექტით აშენებული შენობებია: დავით აღმაშენებლისა და მეგობრობის პროსპექტებზე, საქართველოს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი და სხვები. მისი პროექტით გაუკეთდა რეკონსტრუქცია რუსთაველის პროსპექტზე კავშირგაბმულობის სახლს. 1949 წელს კოლეგებთან ერთად შეისწავლა და დააფიქსირა კახეთის ხალხური ხუროთმოძღვრული ძეგლების ნიმუშები. მისი  შრომის შედეგია თბილისის გენერალური გეგმაც. 1944 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სამხატვრო აკადემიაში არქიტექტური ფაკულტეტზე. წლების მანძილზე იყო კათედრის გამგე და პროფესორი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.